ობიექტური და რუსული რეალობა

20 ივნისის აქციები რუსულ მედიაში
2019 წლის 19 ივნისს თილისს რუსეთის დუმის კომუნისტური პარტიის წევრი სერგეი გავრილოვი ესტუმრა. გავრილოვი საპარლამენტთაშორისო მართმადიდებლურ ასამბლეას გაუძღვა პარლამენტის თავმჯდომარის სკამიდან, რასაც ოპოზიციის მხირდან მოჰყვა პროტესტი. კომუნისტი მართმადიდებლის სპიკერის სკამიდან სესიის გაძღოლამ გამოიწვია პროტესტი, როგორც თავად გავრილოვის ისე ქართველი ორგანიზატორების მიმართ, რომლებმაც მსგავსი პრეცედენტი დაუშვეს. ორგანიზატორებს შორის იყო დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი და პარლამენტის სპიკერი ირაკლი კობახიძე, რომლებსაც საპრტორესტო ტალღის შედეგად თანამდებობის დატოვება მოუხდათ.
პროტესტის შედეგად რუს კომუნისტ მართმადიდებელს, რაოდენ ირონიულადაც არ უნდა ჟღერდეს დაცვის თანხლებით პარლამენტის შენობის დატოვება მოუხდა, რა დროსაც მას წყალი გადაასხეს და კვერცხი ესროლეს.

საპროტესტო ტალღამ მოიცვა ახალგაზრდები და მოქალაქეები, რომლებსაც დღემდე ახსოვთ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი, რომლის შედეგადაც საქართველოში გაჩნდა მეორე სეპარატისტული რეგიონი. დღევანდელი მონაცემებით კი ქვეყნის 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ, ხოლო ოკუპაციამ მცოცავი ფორმა მიიღო, პერიოდულად განაგრძობს ახალი ტერიტორიების და ამ ტერიტორიაზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების მიტაცებას.
შესამაბისად საქართველოს პარლამენტში განვითარებულ მოვლენებზე მოსახლეობის ნეგატიური და მყისიერი რეაქაცია გასარკვირი სულაც არ იყო. მიმდინარე მოვლენების გაშუქება არა რუსულმა მედიამ, არამედ რუსულმა პროპაგანდამ ითავა, თუმცა მათ შორის მკვეთრი ხაზის გავლება დღითი დღე შეუძლებელი ხდება. განვითარებულ სიტუაციაზე არაერთი რეპორტაჟი და სიუჟეტი მომზადდა, გამოქვეყნდა სტატიები, დაეთმო არაერთი საავტორო გადაცემის მთლიანი ეთერი. მასმედიის ყველა ზემოხსენებულ საშუალებაში, მოვლენების აღწერა ერთნაირად მიმდინარეობდა, სადაც საპროტესტო აქცია შეირაცხა როგორც რუსოფობიური პროვოკაცია, ნაცისტური და რადიკალური ქმედება, რაც მართულია დასაველთის მიერ და ემსახურება რუსულ-ქართული ურთიერთობების დაზიანებას.
რუსული მედიაში ვხვდებოდით ინფორმაციას, თითქოს რუსულენოვან და რუს ტურისტებს თავს ესხმოდნენ ქართველი რადიკალები. სიტუაციის გასამძაფრებლად გაშუქრდა კადრები სადაც, მედიის გნაცხადებით ქართველი ნაცისტები, რადიკალური შეძახილებით თავს ესხმოდნენ რუსული არხის - "რასია 24-ის" ჟურნალისტებს. ამ კადრების გაშუქებას დაეთმო არაერთი საეთერო დრო, სადაც თავად ჟურნალისტები ადასტურებდნენ თავდასხმას ქართველი რადიკალების მიერ, რაც შემდგომ რუსეთის პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა შემდგომ განცხადებაში გააჟღერა.


„რაც გუშინ ხდებოდა საქართველოში, არაფერია სხვა, თუ არა რუსოფობიოური პროვოკაცია, რაც რა თქმა უნდა ჩვენს ქვეყანაში იწვევს შეშფოთებას, ის ფაქტი, რომ იყო აგრესია გამოვლენილი რუსეთის მოქალაქეების მიმართ და რა თქმა უნდა საერთაშორისო შიდა საპარლამენტო ღონისძიების მიმდინარეობის ფონზე, მსგავსი რუსოფობიური გამოვლინებები იწვევს ჩვენში სერიოზულ შეშფოთებას, ვინაიდან მოდით ნუ დავივიწყებთ, რომ საქართველო არის ქვეყანა რომელსაც საკმაოდ რეგულარულად დიდი რაოდენობის ტურისტი სტუმრობს რუსეთიდან, ამიტომ ეს საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია.
დიმიტრი პესკოვი
რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანი
აღსანიშნავია, რომ კადრების გავრცელების შემდეგ გაჩნდა საფუძვლიანი ეჭვი, რომ ასახულ კადრებში რუს ჟურნალისტებს სულაც არ ესხმიან თავს და ეს უბრალოდ მონტაჟია. ეჭვის შედეგად გავრცელდა სრული კადრები სადაც ადგილობრივებს შორის დაპირისპირებაა ასახული, რა დროსაც რუს ჟურნალისტებზე თავდასხმას ადგილი არ ჰქონია. შედეგად იმავე ჟურნალისტებმა რომლებიც მათზე თავდასხმას ადასტურებდნენ, შემდეგ უარყვეს მსგავსი ფაქტის არსებობა.

საპროტესტო აქციას, რომელიც ძირითადად მიმართული იყო ისევ და ისევ ქართველი პოლიტიკოსების საწინააღმდეგოდ, სადაც აქციის მონაწილეები მათ დაუყოვნებლივ გადადგმას მოითხოვდნენ რუსულენოვან მასებში დეზინფორმაციის და შიშის დანერგვის მიზნით რუსულმა მასმედიამ რუსოფობიური და ნაცისტური ქმედებები უწოდა. ხოლო რუსეთს საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა გააკეთა შემდეგი განცხადება სადაც პარლამენტის წინ გამართული აქციების ორგანიზაცია და კოორდინირება დასავლელ კოლეგებს დააბრალა.
"კიდევ ერთი მაგალითი, გეოპოლიტიკური ინჟინერიის, რომელითაც ჩვენი დასავლელი კოლეგები არიან დაკავებული არის საქართველო. სადაც დასავლელი კურატორები მზად არიან დახუჭონ თვალები ულტრანაციონალისტების რუსოფობიურ აღშფოთებაზე, ოღონდაც კი გაწყვიტონ ყველა კავშირი ქართველ ხალხსა და ჩვენს შორის, რომ გადაწერონ ჩვენი საერთო ისტორია. ამიტომ ნათლად ვაფასებთ აშშ-ის როლს და მათ უახლოეს მოკავშირეებს მსოფლიო არენაზე, მაგრამ ამასთანავე ჩვენ არავისგან იზოლირებას არ ვახდენთ და არ ვტოვებთ დიალოგს იმ საკითხებზე სადაც განვიხილავთ საერთო კეთილდღეობის სამუშაოს ჩატარების საშუალებას, ჩავახშოთ კაცობრიობისთვის არსებული საფრთხეები ."

სერგეი ლავროვი
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი
დეზინფორმაცია ვრცელდებოდა როგორც რუს მოსახლეობაზე ისე, ზოგადად რუსულენოვან მოქალაქეებზეც. პროპაგანდა მიზანმიმართულად ცდილობდა ობიექტური რეალობის დამახინჯებას, სადაც თითქოს რუს ტურისტებს თავს ესხმოდნენ ადგილობრივები, თთქოს საქართველოში ჩამოსვლა მათი სიცოცხლის საფრთხის ქვეშ დაყენება იქნებოდა. პროპაგანდის უკვე კარგად ნაცნობმა ხელწერამ, რუსულენოვანი მოსახლეობის კონკრეტულ სეგმენტზე მაინც იქონია გავლენა. შეიქმნა განწყობა თითქოს საქართველოში რუსულენოვან ტურისტებს თავს ესხმიან, რის გამოც საქართველოში გამომგზავრებულ ტურისტებს მეგობრები და ოჯახის წევრები მოგზაურობაზე ხელის აღებას თხოვნდენ. თუმცა არაერთმა რუსმა ტურისტმა საკუთარი თვალიბთ იხილა საქართველოში არსებული სიტუაცია და ბლოგების, ვიდეობისა თუ სხვა სოციალური მედია საშუალებებით ცდილობდნენ ეჩვენებინათ ობიექტური რეალობა, რომ საქართველოში არანაირ რადიკალურ, რუსოფობიურ თუ ნაცისტურ განწყობებს ადგილი არ ჰქონია.
რუსი დამოუკიდებელი ჟურნალისტი რომანოვი, თავისუფლად გადაადგილდება საპროტესტო აქციების დროს და გავრილოვის ღამეს განვითარებული მოვლენების შეფასებას იძლევა.

კადრში ასახულია როგორ ალაგებენ ერთად ახალგაზრდები და პოლიციელები მიტინგის შედეგად დაგროვებულ ნარჩნებეს.
ავტორი: ელიზბარ ტვილდიანი
მითების დეტექტორის ლაბორატორია
2019 წელი
This site was made on Tilda — a website builder that helps to create a website without any code
Create a website